კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
ხუთშაბათი, 23.05.2024, 18:56
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

Guns N Roses
განზ-ენ-როუზიზ (Guns N' Roses), ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, ჩამოყალიბდა ლოს ანჟელესში, კალიფორნიის შტატში 1985 წელს. გაყიდული აქვთ რა 90 000 000 ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით, ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად.მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 000 000 იანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და დაიმკვიდრა I ადგილი ამერიკაში გამოსვლის დღიდანვე.ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the jungle გამოყენებულია Clint Eastwood-ის 1988 წლის ფილმის "The dead pools" საუნდრტეკად. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ, ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80 - იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა.მაშინ როცა გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში ,Guns n' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო sleeze rock ის პოპულარიზაციას და უამრავი ფანი მიიზიდა.ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 87 - 93 წლებში,მაგრამ წევრებს შორის არსებულმა პიროვნულმა უსიამოვნებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა.დღეს ერთადერთი წევრი I შემადგენლობიდან ექსელ როუზია, რომელიც უკვე 22 წელია რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს. სექციების სია წარმატებისკენ სვლა (1985 - 1989) Guns n' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში ვოკალისტის აქსელ როუზის და გიტარისტის თრესი განზის მიერ, რომელიც Hollywood Rose ის და L.A Guns ის არაოფიციალური მენეჯერი იყო.აქსელი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო თრესი განზი მხოლოდ მეორე ჯგუფის წევრი.ჯგუფის პირველი შემადგენლობა ამ ორი ჯგუფის სხვა წევრებსაც მოიცავდა: Hollywood Rose დან ექსელის დიდი ხნის მეგობარს იზი სტრედლინს, ხოლო L.A Guns დან ბასისტ Ole Beich ს და დრამერ Rob Gardners ს. ჯგუფის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს... და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალში. როდესაც ჯგუფის წევრებმა თრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსელმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო : ექსელ როუზი (ვოკალი) , სლეში (სოლო გიტარა) , იზი სტრედლინი (რითმ გიტარა) , დაფ მაკკაგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი) .ლოს ანჟელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს Welcome to The Jungle. ეს სიმღერა ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა. ჯგუფის აღმოჩენა Guns n' Roses-ის Troubadour ში გამართული შოუს ხილვის შემდეგ , Tom Zutaut მა , Geffen Records ის წარმომადგენელმა განაცხადა რომ მას ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება სურდა.ექსელ როუზმა მოითხოვა და მიიღო 75 000 დოლარი კონტრაქტის გაფორმებამდე.ჯგუფის მენეჯერი გახდა ალან ნივენი და ჯგუფმა გადაწყვიტა პირველი სადებიუტო ალბომის გამოშვება. Live ?!*@ Like a Suicide 1986 წლის ზამთარში ჯგუფმა გამოუშვა 4 სიმღერიანი EP რომელსაც ერქვა Live ?!*@ Like a Suicide.იგი იწყება დაფ მაკკაგანის სიტყვებით . ეს ჩანაწერი მოიცავს Rose Tattoo სიმღერის "Nice boys" ქავერს , ასევე აეროსმიტის სიმღერის "Mama kin"" ქავერს.ამათთან ერთად კიდევ ორი სიმღერას Move to the city, reckless life, რომლის თანაავტორიც იყო Hollywood Rose-ის წევრი კრის ვებერი.მიუხედავად იმისა რომ ამ ჩანაწერს ლაივის სახე აქვს, ეს არის სტუდიური ჩანაწერი რომელიც სპეციალურად მოიცავს ლაივისთვის დამახასიათებელ ეფექტებს.მხოლოდ 10000 იანი ტირჟით იქნა ეს ალბომი გამოშვებული და იგი დიდ ფასეულობას წარმოადგენს ფანების კოლექციისთვის. Appetite for Destruction ალბომი Appetite for Destruction გამოუშვეს 1987 წლის 21 ივლისს.ამ ალბომის პირველ სინგლად ითვლება Welcome to the Jungle, რომელსაც თან ახლდა ვიდეო კლიპიც.თავიდან ამ სიმღერას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ Geffen recodrs is დამაარსებელს David Geffen ს სთხოვეს დაერწმუნებინა MTV ის წარმომადგენლები რომ ეთერში გაეშვათ ამ სიმღერის ვიდეო .მიუხედავად იმისა რომ სიმღერა ამ არხზე დღის არც თუ ისე კარგ დროს დაატრიელეს , მან მაინც მიიქცია როკის მოყვარულების ყურადღება და ამ სიმღერაზე მასიური მოთხოვნა დაიწო. ინგლისის გაერთიანებულ სამეფოში გამოუშვეს სინგლი It is so easy.ჯგუფმა მალევე მიაღწია წარმატებას , რაც განპირობებული იყო რადიოში მათი სიმღერების ხშირი ტრიალითა და ლონდონის სახელგანთქმულ კლუბში Marquee Club გამოსვლით 1987 წლის 28 ივნისს.გამოშვებული It is so easy ის სინგლი მოიცავდა Marquee Club ში შესრულებული სიმღერებს "Shadow of Your Love" and "Move to the City". ალბომის ყდის პირველი გაფორმება, რომელიც ეკუთვნოდა Robert Williams ს შეიცვალა, რადგან მან უკმაყოფილება გამოიწვია რელიგიურ ჯგუფებში. გარდა ამისა მუსკილაურ მაღაზიებშიც უარს ამბობდნენ მის გაყიდვაზე.შეცვლილი გაფორმების დიზაინი აღებულია ექსელ როუზის სვირინგიდან.თავდაპირველი გაფორმების დიზაინი შეგიძლიათ იხილოთ ბუკლეტის შიგნით, რომელიც ამ ალბომის დისკს მოყვება თან.Sweet Child O' Mine" არის ალბომიდან მეორე სინგლი.იგი დაწერილია ექსელ როუზის მიერ.მან ეს სიმღერა თავის მეგობარ გოგონას და მომავალ ცოლს ერინ ევერლის მიუძღვნა.სიმღერამ უდიდეს წარმატებას მიაღწია.და 1988 წლის ზაფხულის უდიდეს ჰიტად იქცა.ტრიალებდა როგორც რადიოში ასევე MTVზე.Paradise city-ს ვიდეოთი დაპყრობილმა ტელესივრცემ , ჯგუფის ტურნეს უდიდესმა წარმატებამ ალბომს პირველი ადგილი დაუმკვიდრა ჩარტებში."Welcome to the Jungle", "Sweet Child O' Mine" და "Paradise City ამერიკის მუსიკალური ათეულების განუყოფელად ნაწილად იქცა . ალბომი Appetite for Destruction გაყიდულია 25 000 000 იანი ტირაჟით. ტურნეების წარმატება Guns n' Roses ხშირად ხსნიდა დიდ კონცერტებს, თუმცა მას შემდეგ რაც მათი წარმატება უფრო და უფრო გაიზარდა დაიწყო Appetite for Destruction ის ტურნე.ჯგუფი მოგზაურობდა აშშ ში. 1988 წლის გაზაფხულზე მიწვეულნი იყვნენ როკ ფესტივალზე "Monsters of Rock", ინგლისში , კერძოდ castle donnington ში.ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი ჯგუფები როგორებიცაა Kiss და Iron Maiden. Guns n' Roses ის გამოსვლის დროს 100 000 ადამიანმა ხტომა და სცენისკენ წინ წასვლა დაიწყო.მიუხედავად ექსელის მოთხოვნისა, რომ უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც წინ მიიწევდა, რასაც შედეგადად ორი ფანი ემსხვერპლა.ფანების დაშავების შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომაც კონცერტი არ შეუწყვიტავთ.ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა.ისეთმა ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ჯგუფის სახელი.ჯგუფის წევრების საქციელი ხშირად ხდებოდა მედიის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი.მაკკაგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე, ისე სცენის მიღმა.ინგლისში 1987 წლის ტურნეს დროს მედია საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი და Slash ს იხსენიებდნენ როგორც "Slosh", "Slug" and "Slush". ამ ტურის დროს Guns n' Roses მა ჩაწერა ექვსიდან 5 სიმღერა, რომელიც შეტანილ იქნა მათ ლაივ ალბომში უბრალო სახელწოდებით EP (Live from the Jungle) . აქ არ იქნა შეტანილი სიმღერა "Welcome to the Jungle".ეს ალბომი 1987 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მუქცევია.ერთი მხრივ იმიტომ, რომ მხოლოდ იაპონიაში იქნა გამოშვებული და მეორე მხრივ იმიტომ რომ ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში გამოუშვეს. GN'R Lies ჯგუფის შემდეგი ალბომი იყო GN'R Lies, რომელიც გამოვიდა 1988 წელს და მეორე ადგილი დაიმკვიდრა მუსიკალურ ჩარტებში.ალბომი შეიცავდა Live ?!*@ Like a Suicide ში შესული ოთხი სიმღერის ჩანაწერს ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ოთხ აკუსტიკურ სიმღერას.სიმღერაში "One in a Million" ნახსენები იყო ისეთი სიტყვები როგორებიცაა "niggers" და "faggots".ცუდად იყვნენ მოხსენიებულნი არატრადიციული სექსულაური ორიენტაციის მქონე ადამიანები. ამან დიდი კრიტიკა გამოიწვია , განსაკუთრებით ექსელ როუზის მიმართ, რომელიც რასიზმში დაადანაშაულეს. როუზი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ამ კრიტიკას რადგან, თავად სლეში ნახევრად შავკანიანი იყო.იგი ამბობდა რომ ეს სიმღერა ასახავდა სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის რასიზმის და ა.შ. გარდა ამისა იგი თავად იყო ისეთი ბისექსუალი/ჰომოსექსუალი მუსიკოსების თაყვანისმცემელი, როგორებიც იყვნენ ფრედი მერკური და ელტონ ჯონი.ამასთან ერთად ჯგუფს გამართული ჰქონდა კონცერტები Body Count თან ერთად. ჯგუფი , სადაც მხოლოდ შავკანიანები იყვნენ. ვოკალისტი Ice-T თავის წიგნში The Ice Opinion წერდა რომ ექსელი მედიის ისეთივე მსხვერპლი იყო როგორც თავად. ამ ალბომის გამოშვების შემდეგ , სლეში და დაფი American Music Awards ზე, რომელიც საყოველთაოდ გადაიცემოდა, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ გამოცხადნენ.ჯეფენ რეკორდზის წარმომადგენლებმა სთხოვეს ჯგუფს, თავიანთი საქციელი ეკონტროლებინათ.მას შემდეგ, რაც ექსელ როუზმა განაცხადა , რომ თუ კი ჯგუფის წევრები ნარკოტიკებს თავს არ დაანებებდნენ ჯგუფი დაიშლებოდა მუსიკოსები მართლაც შეეცადნენ თავიანთი საქციელისთვის ყურადღება მიექციათ.ექსლმა ამ სიტუაციის შესახებ სახალხოდაც ისაუბრა და განსაკუთრებით ჰეროინის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც 1989 წელს, ლოს ანჟელესის კოლიზეუმში Rolling Stones ის კონცერტს ხსნიდნენ. Use Your Illusion (1990 – 1993) 1990 წელს Guns n' Roses სტუდიაში დაბრუნდა ახალი, ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის ჩასაწერად.ამ პერიოდში სტივენ ადლერს კოკაინთან და ჰეროინთან დიდი პრობლემები ჰქონდა.ადლერის პრობლემებმა ჯგუფი იძულებული გახადა, 30 ჯერ მაინც ეცადათ სიმღერის "Civil War" ჩაწერა.შედეგად 1990 წლის აგვისტოში სტივენ ადლერს ჯგუფი დაატოვებინეს.იგი შეცვალეს Cult ის ყოფილი დრამერით მეთ სორუმით.რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფს დაემატა პიანისტი დიზი რიდი.იგი იყო ჯგუფის მეექვსე წევრი.1991 წლის მაისში ჯგუფმა დაითხოვა მენეჯერი ალან ნივენი და იგი შეანაცვლეს Doug Goldstein ით. ორი ალბომისთვის საკმარისი სიმღერებით ჯგუფმა 1991 წლის 17 სექტემბერს გამოუშვა ორ ნაწილიანი ალბომი : Use Your Illusion I და Use Your Illusion II. ალბომი ჩარტებში გამუდმებით #1 და#2 ადგილებზე ხვდებოდა. guns n' roses იმ დროის ერთადერთი ჯგუფი გახდა , რომელმაც წარმატების ასეთ საფეხურს მიაღწია.ალბომები 108 კვირის განმავლობაში ჩარტების ნაწილად იქცა.ალბომის გამოშვების შემდგომ ჯგუფმა გამართა 28 თვიანი Use Your Illusion ის მსოფლიო ტურნე, რომელიც ცნობილია არამხოლიდ ფინანსური წარმატებით, არამედ იმ ინციდენტებითაც, რომლებიც კონცერტებზე ხდებოდა. Use Your Illusion-ის მსოფლიო ტურნე ამ ტურნეზე შესრულდა The Godfather, Black Sabbath ის სიმღერა "It's Alright". "Move to the City" კლასიკური როკის სტილშია გადაკეთებული.ამ სიმღერისთვის ექსელმა მიიწვია მუსიკოსების სპეციალური შემადგენლობა, რომელიც ტურნესთვის შეიქმნა.პრესაში ხშირად იყო გაშუქებული კონცერტები, რომლის დროსაც ხდებოდა არეულობა ან ჯგუფი იგვიანებდა.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიერ ნარკოტიკების გამოყენება კონტროლს ექვემდებარებოდა , ექსელი ხშირად იყო უკმაყოფილო დაცვით, ასევე კონცერტების უნებართვო ჩაწერით . 1991 წლის 2 ივლისს, მისურის შტატში, რივერპორტის ამფითეატრში, ზუსტად სანტა ლუისის გარეთ ექსელ როუზი სცენიდან ხალხში გადახტა, რათა მსმენელისთვის ვიდეო კამერით კონცერტის გადაღება აეკრძალა.ერთ-ერთი ინფორმციით ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც კონცერტის გადაღების უფლებ არ ჰქონდა.მას შემდეგ რაც ექსელი სცენაზე აიყვენეს, როუზმა კონცერტი ასეთი სიტყვებით დაასრულა : "Thanks to the ... security, I'm going home." მან მიკროფონი დაახეთქა და სცენა დატოვა.ზოგიერთ ფანს ეგონა , რომ ექსელმა მიკროფონი ვიღაცას ესროლა.თუმცა სლეშმა განაცხადა :"მან მიკროფონი ძირს დააგდო,ასე რომ ჩვენ აქედან მივდივართ".გაბრაზებულმა ხალხმა არეულობა მოაწყო, რის შედეგადაც იყვნენ დაშავებულნიც.როუზი დაადანაშაულეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან ჯგუფი ტურნეს აგრძელებდა.როუზმა, როდესაც თავს იცავდა, განაცხადა რომ ჯგუფის დაცვამ რამდენჯერმე მოითხოვა კამერით გადაღება შეწყვეტილიყო.ოთხივე თხოვნა იგნორირებულ იქნა.გარდა ამისა, ჯგუფის სხვა წევრებიც აცხადებდნენ რომ, არავინ სცადა ხალხის შეჩერება, რომელიც ბოთლებს ისროდა .Use Your Illusion ის გაფორმების დიზაინი, კერძოდ სამადლობელ სექცია შეიცავს ასეთ სიტყვებს :"Fuck You, St. Louis!". ამ პერიოდში რითმ გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა ჯგუფი, ექსელთან და სლეშთან გაუგებრობის გამო.იგი შეცვალეს გილბი კლარკით.კონცერტების დროს ექსელი წარადგენდა გილბი კლარკს და ამის შემდეგ კლარკი იწყებდა "Wild Horses" Rolling Stones ის სიმღერს დაკვრას.1991 წლის ბოლოს როუზმა ტურნეს დაამატა მუსიკოსების ანსამბლი, რომელშიც რამდენიმე ბექ ვოკალისტიც იყო.1992 წლეს Guns n' Roses მა მონაწილეობა მიიღო ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტში და ორი სიმღერა შეასრულა.მოგვიანებით ჯგუფი გაემგზავრა მოკლევადიან ტურნეში ამერიკულ ჰევი მეტალ ჯგუფთან მეტალიკასთან ერთად. 1992 წლის აგვისტოში , მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს მეტალიკის ვოკალისტი ჯეიმს ჰეტფილდი დაშავდა.მეტალიკა იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns n' Roses სცენაზე გამოჩნდა.ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსების თავიანთი ხმა არ ესმოდათ, გარდა ამისა ექსელს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა როგორც თავად განაცხადა.შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა.ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია.ფანებმა არეულობა მოაწყვეს.ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. Use Your Illusion Tour იმითაც გამოირჩევა, რომ ჯგუფმა ამ პერიოდში გადაიღო სამი ძალიან ძვირადღირებული ვიდეო კლიპი:"Don't Cry", "November Rain"და "Estranged. ბალადა "November Rain ყველაზე უფრო მოთხოვნად ვიდეოდ იქცა mtv ზე. მან ჯილდო აიღო 1992 წლის MTV Video Music Award ზე საუკეთესო სინემატოგრაფიისთვის.შოუს დროს ჯგუფმა სიმღერა შეასრულა ელტონ ჯონთან ერთად, რომელიც პიანინოზე უკრავდა. 1993 წელს გილბი კლარკს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა მოტოციკლით, რის გამოც ჯგუფს მისი დროებითი შემცვლელი ესაჭიროებოდა.იზი Guns n' Roses ის შეუერთდა და 5 მდე კონცერი მათთან ერთად ჩაატარა. ისტორიული ტურნე დასრულდა არგენტინაში, ბუენოს აირესში 1993 წლის 17 ივლისს.ტურნე გრძელდებოდა 28 თვის განმავლობაში და მოიცავდა 200 კონცერტს.ეს ბუენოს აირესში გამართული კონცერტი იყო ბოლო, სადაც ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის წევრები სლეში და მაკკაგანი გამოვიდნენ. The Spaghetti Incident? 1993 წლის 23 ნოემბერს Guns n' Roses მა გამოუშვა ახალი ალბომი რომელიც შედგებოდა პანკ და გლემ როკ სიმღერების ქავერებისგან.ჯგუფის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩარლზ მენსონის სიმღერა "Look at Your Game Girl" მაინც შევიდა ალბომში ექსელის სურვილით. წლების შემდეგ როუზმა განაცხადა, რომ იგი ამ სიმღერას ამოიღებდა ალბომის სხვა ახლად გამოსაშვები ეგზემპლარებიდან, რადგან მედიამ მოახდინა მისი მენსონისადმი ინტერესის სხვაგვარი ინტერპრეტაცია.მიუხედავად ამისა, ეს სიმღერა 2007 წელს ისევ ალბომშია.The Spaghetti Incident? ს დიდი წარმატება არ მოჰყოლია Use Your Illusion ის ალბომების შემდეგ. ჯგუფის დაშლა (1994-1997) 1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსელი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის.ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა Rolling Stones ის სიმღერის "Sympathy for the Devil" ქავერი ფილმის "Interview with the Vampire" საუნდტრეკად. გილბი კლარკის ნაცვლად ექსელის მეგობრის პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა.როდესაც სლეშმა მოისმინა საბოლოო ჩანაწერი, აღმოჩნდა რომ მისი გიტარის სოლოს ნაცვლად პოლ ტობიასის გიტარის სოლო იყო ჩაწერილი. 1995 წლის დასაწყისში ოზი ოზბორნის გიტარისტმა Zakk Wylde მა განაცხადა, რომ იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის ექსელის პირადი თხოვნით. სლეშმა შექმნა თავისი სოლო პროექტი Slash's Snakepit. 1996 წლის აგვისტოში კვლავ შეიკრიბნენ.ორი კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად მუშაობის შემდეგ, დაფი და მეთ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი პროექტის Neurotic Outsiders ტურნეში და უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში ერთი კვირით.ამის შემდეგ სლეშს და ექსელს მარტო უხდებოდათ მუშაობის გაგრძელება.ოქტომბერში სლეშმა განაცხადა, რომ იგი ჯგუფში მხოლოდ სამი კვირით იყო დაბრუნებული და რომ მისი და ექსელის ურთიერთობა წინ ვეღარ მიიწევდა.რამდენიმე კვირის შემდეგ ექსელმა განაცხადა რომ სლეში ჯგუფში აღარ იყო. სლეში შეცვალა Nine Inch Nails ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს მეთ სორუმს ჯგუფი დაატოვებინა ექსელმა.სორუმი ამტკიცებდა თითქოს პოლ ტობიასმა ცუდად ახსენა სლეში.დაფ მაკკაგანმა 1998 წელს ოფიციალურად დატოვა ჯგუფი.შედეგად ჯგუფის ერთადერთი ნამდილი წევრი I შემადგენლობიდან მხოლოდ ექსელია.მოგვიანებით სლეშმა, მაკკაგანმა და სორუმმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Velvet Revolver. ახალი ალბომი (1994-1999) ექსელ როუზმა პირველად ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო 1993 წელს და დაწერა სიმღერა This I Love".ალბომის პროდუსერი სავარაუდოდ მაიკ კლინკი იყო.1998 წელს ექსელი კვლავ დაბრუნდა სტუდიაში გიტარისტ) რობინ ფინკთან, რითმ გიტარისტ პოლ ტობიასთან, ბასისტ ტომი სტინსონთან, დრამერ ჯოშ ფრიზთან, დიზი რიდთან და კრის პიტმენთან ერთად. 1999 წელს ჯგუფმა გამოუშვა ერთი ახალი სიმღერა "Oh My God" , რომელიც იყო ფილმის End of Days ს საუნდტრეკი.სიმღერა შეიცავდა დამატებით გიტარისტის დეივ ნავაროს და ექსელის პირადი გიტარის მასწავლებლის გარი სანშაინის ნამუშევარს.ეს სიმღერა წესით უნდა შესულიყო მათ ახალ ალბომში Chinese Democracy. ჯეფენ რეკორდსმა გამოუშვა ჯგუფის ლაივ ალბომი Live Era: '87-'93, , რომელიც ჩაწერილი იყო სხვადასხვა კონცერტების დროს Appetite for Destruction ისა და Use Your Illusion ის ტურნეების მიმდინარეობისას.1999 წლეს კურტ ლოდერთან ინტერვიუსას ექსელმა განაცხადა რომ მან თავიდან ჩაწერა 1987 წლის ალბომი, საიდანაც ამოღებული იყო ორი სიმღერა და მათ ნაცვლად შედიოდა "Patience" და "You Could Be Mine". Chinese Democracy (1999 – დღემდე) 1999 წელს გიტარისტმა რობინ ფინკმა დატოვა ჯგუფი, იმისათვის რომ თავის წინა ჯგუფს Nine Inch Nails გაჰყოლოდა ტურნეზე.2000 წელს მისი ადგილი დაიკავა გიტარისტმა Buckethead მა.დრამერი ჯოშ ფრიზი შეცვალა ბრაიან მანტიამ. Robin Finck 2000 წელსვე უკან დაბრუნდა.Guns n' Roses ის ხელახალი დებიუტი სცენაზე შედგა 2001 წლის იანვარში ორი კონცერტით.ერთი გაიმართა ლას ვეგასში , ხოლო მეორე რიო დეჟანეიროში როკ ინ რიოს ფესტივალზე.მათ შეასრულეს როგორც ძველი ისე ზოგიერთი ახალი სიმღერაც.როკ ინ რიოში გამოსვლის დროს ექსელ როუზმა ასეთი რამ განაცხადა:ვიცი რომ იმედგაცრუებულები ხართ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვის სანახავადაც მოხვედით და ვინც გიყვართ, დღეს აქ არ არის ჩვენთან ერთად.მიუხედავად იმისა, თუ რა გესმით და რას კითხულობთ ეს ადამინები (გულისხმობს ჯგუფის ახალი შემადგენლობის წევრებს) მთელი ძალისხმევით მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.მეც ისეთივე გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც თქვენ.ჩვენ ვერ შევძელით, ოაზისის მსგავსად ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა." ჯგუფმა ახალი შემადგენლობით 2001 წლის ბოლოს კიდევ ორი კონცერტი გამართა ლას ვეგასში.2002 წელს პოლ ტობიასმა ჯგუფი დატოვა.იგი შეცვალა რიჩარდ ფორტუსმა. 2002 წლის აგვისტოში რამდენიმე კონცერტი გამართეს. სექტემბერში ყველასთვის სასიხარულოდ გამოჩნდნენ MTV Video Music Awards ზე. 2002 წელს დაიწყო ახალი ალბომის მხარდასაჭერი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში.კონცერტი, რომლითაც ტურნე იხსნებოდა Vancouver ში გაუქმებულ იქნა , რადგან ექსელმა სცენაზე გამოსვლა დააგვიანა და ხალხმა არეულობა მოაწყო. ზოგიერთ კონცერტის ბილეთები მალე არ იყიდებოდა, თუმცა ისეთ დიდი ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი ბილეთები წამიერად გაიყიდა. ფილადელფიაში ფანების მიერ მოწყობილი მეორე არეულობის გამო , ტურნეს პრომოუტერმა Clear Channel მა ტურნეს დარჩენილი ნაწილი გააუქმა. 2004 წლის მარტში Buckethead მა ჯგუფი დატოვა, შედეგად მაისში Rock in Rio IV ის ფესტივალზე დაგეგმილი გამოსვლა ვეღარ მოხერხდა. 2004 წლის მარტში ჯეფენმა გამოუშვა Guns n' Roses ის საუკეთესო სიმღერების კრებული Greatest Hits. როუზმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ამ ალბომში შესული სიმღერების სია არ იყო შეთანხმებული მასთან. იგი შეეცადა ამ ალბომის რეალიზება დაებლოკა და ჯეფენ რეკორდს უჩივლა. 2006 წლის თებერვალში ახალი სიმღერების: "Better", "Catcher In The Rye", "I.R.S.", და "There Was a Time" დემოები გამოჩნდა ინტერნეტში ფანების საიტების მეშვეობით. ჯგუფის მენეჯმენტის მოთხოვნა იყო, რომ ყოველგვარი დემოები და სიმღერის ტექსტები წაეშალათ ვებსაიტებიდან.ამის მიუხედავად, რადიოებმა დაიწყეს "I.R.S." ს გაშვება და სიმღერამ დაიკავა #49 ადგილი Radio & Records ჩარტში თებერვლის ბოლო კვირას.ასეთი შედეგი მოჰყვა ინტერნეტში სიმღერის თავდაპირველ გამოჩენას. 2006 წლის 5 მაისს ექსელმა Eddie Trunk ის რადიო შოუში Friday Night Rocks (Sebastian Bach თან ინტერვიუს დროს) განაცხადა რომ ალბომი წლის ბოლომდე გამოვიდოდა. თვის ბოლოს guns n ' roses კვლავ დაუბრუნდა სცენას.გაიმართა ევროპის ტურნე. გამოვიდნენ Download Festival ზე და Rock In Rio ს ფესტივალზე, რომელიც გაიმართა Lisbon ში. შემდეგი კონცერტი გამართეს New York ში, კერძოდ Hammerstein Ballroom ში.ეს კონცერტები იმითაც გამოირჩეოდა , რომ აქ პირველად იღებდა მონაწილეობას ჯგუფის ახალი წევრი, ვირტუოზი გიტარისტი Ron "Bumblefoot" Thal , რომელმაც შეცვალა Buckethead.ამ ტურნეს კონცერტებზე ხშირად გამოდიოდნენ ჯგუფის ყოფილი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან Izzy Stradlin და Skid Row ს ყოფილი ვოკალისტი სებასტიან ბახი. 2006 წლის ჩრდილოეთ ამერიკის ტურნემდე, სექტემბერში 5 წარმატებული კონცერტი გაიმართა .აქედან ორი ლას ვეგასში, კონკრეტულად Hard Rock Hotel and Casino ში, ორი სან ფრანცისკოში, Warfield Theatre ში , ერთი Devore for KROQ's Inland Invasion 2006 ში. ტურნე ოფიციალურად გაიხსნა 2006 წლის 24 ოქტომბერს. 2006 წლის ოქტომბერში ჟურნალმა Rolling Stone გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ჯგუფის ახალი ალბომიზე იმუშავებდა Andy Wallace. 2006 წლის დეკემბერში ექსელმა ფანებს განუცხადა , რომ ჯგუფის მენეჯერი Merck Mercuriadis აღარ იყო.ტურნეს ბოლო ოთხი კონცერტი გაუქმდა , რადგან ჯგუფს ახალი ალბომისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. ექსელმა განაცხადა, რომ Chinese Democracy 2007 წლის 6 მარტს გამოვიდოდა. 2007 წლის 8 თებერვალს, კალიფორნიის შტატში ჯგუფს ჰქონდა ორი გამოსვლა Rodeo Drive's Walk of Style ცერემონიაზე. ორი დღის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ 2007 წლის Chinese Democracy ის ტურნე აპრილში დაიწყებოდა.პირველი წარმოდგენები გაიმართებოდა იაპონიაში, ტაილანდში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში. ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იქნებოდა:Axl Rose, Robin Finck, Ron Thal, Richard Fortus , Tommy Stinson , Dizzy Reed, Chris Pitman და Frank Ferrer .რადგან ბრაინ მანტია არ იყო ნახსენები, ფანები ფიქრობენ რომ მან ჯგუფი დატოვა. 2007 წლის 23 თებერვალს დელ ჯეიმსმა განაცხადა რომ ალბომის ჩაწერა დამთავრებული იყო და მასზე ბოლო მუშაობა მიმდინარეობდა.ასე რომ 6 მარტს ალბომი არ გამოვიდა. 2007 წლის 2 ააპრილს Bumblefoot მა განაცხადა რომ ალბომისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა თავადაც არ იცოდა მასში საბოლოოდ რომელი სიმღერები შევიდოდა "მინდა მე თვითონაც გავვოცდე". Chinese Democracy დაახლოებით 10 წელია უკვე რაც იწერება და მასზე დაიხარჯა 13 000 000 დოლარი.იგი ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ ალბომად, რომელიც უკვე ჩაწერილია თუმცა ჯერ არ გამოსულა. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის შესაძლო აღდგენა Guns n' Roses ყოფილმა დრამერმა სტივენ ადლერმა განაცხადა, რომ იგი ელაპარაკა ექსელ როუზს, სლეშს, იზი სტრედლინსა და დაფ მაკკაგანს ჯგუფის "კლასიკური" შემადგენლობის დაბრუნების შესახებ. ადლერი, რომელსაც ჯგუფი დაატოვებინეს 1990 წელს ოფიციალურ MySpace ვებგვერდზე წერს:" ექსელი ვნახე და მას ველაპარკე ღამის 10 ან 12 საათიდან დილის 8 საათამდე.ჩვენ ბევრი გაურკვევლობა და პრობლემა გადავწყვიტეთ" "მე ვუთხარი, ჩვენი ხუთეული ისევ უნდა დაბრუნდეს.ამაზე უფრო დიდი არაფერი მოხდება.ეს იქნება ყველაზე დიდი ხელახალი გაერთიანება ისტორიაში." " მისი ჯგუფიდან ყველა მოვიდა ჩემთან და მითხრა:უდიდესი დრამერი ხარ.ჩვენ ყველანი ვეუბნებით ექსელს, რომ ჯგუფი თავდაპირველი შემადგენლობით შეკრიბოს.აი რას ეუბნებიან ისინი ექსელს" "მე ველაპარაკე იზისა და სლეშს.მათ უნდათ ჯგუფის აღდგენა" Guns n' Roses ის ყოფილი გიტარისტი იზი სტრედლინი დღევანდელ ჯგუფთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეების დროს. მიუხედავად ადლერის განცხადებისა, სლეშმა 2007 წლის ინტერვიუში, რომელიც Guitar Edge ს მისცა თქვა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლები შესაძლებლობაა ჯგუფის აღდგენისა. მუსიკალური სტილი Guns n' Roses ის მუსიკაში შერწყმულია მეტალი და კლასიკური როკ ნ როლი.მათ დღევანდელ მუსიკაში იგრძნობა ისეთი მუსიკალური სტილის ელემენტები , როგორიც Nine Inch Nails ს და მსგავს ჯგუფებს აქვთ.გასათვალისწინებელია ისიც , რომ Nine Inch Nails ყოფილი გიტარისტი რობინ ფინკი დღეს Guns n' Roses შია. ჯგუფის იმიჯზე და მუსიკალურ სტილზე დიდი გავლენა იქონია ჯგუფმა Hanoi Rocks მა. ექსელ როუზის თქმით, ჯგუფზე უდიდესი გავლენა იქონიეს Queen მა , The Rolling Stones მა , და AC/DC მა.ასევე 1987 წლის ალბომის სტილზე AC/DC ის გარდა აეროსმიტსაც ჰქონდა გავლენა.სიმღერის ტექსტების ძირითადი ნაწილი ექსელ როუზისა და იზი სტრედლინის მიერ არის დაწერილი. Guns N' Roses - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰარდ როკ ჯგუფი 80 იან წლებში Guns n' Roses მა შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა მეტალში.მათი მუსიკა მოიცავდა ჰეარ მეტალ ჯგუფების თემებს.ჯგუფის როკ ნ როლის სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკაზე და ჰიპ პოპზე. Guns n' Roses მა 9 თვეში მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ყველა ჩარტი დაიპყრო მას შემდეგ , რაც mtv ზე ჯგუფის სიმღერა ღამის საათებში რამდენიმეჯერ დაატრიალეს .Appetite for Destruction ითვლება ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო ალბომად გაყიდვების მხრივ. ჯგუფზე ყოველთვის განსაკუთრებულად ლაპარაკობდნენ ცოცხალი ლეგენდები. ოზი ოზბორნმა Guns n' Roses ის მეორე Rolling Stones უწოდა. 2002 წელს Q magazine მა დაასახელა ის 50 ჯგუფი, რომელიც უნდა ნახო მანამ, სანამ მოკვდები.მათ შორის Guns n' Roses .მუსიკალურმა ტელევიზიამ VH 1 მა 100 უდიდეს ჰარდ როკ ჯგუფს შორის Guns n' Roses ს მე 9 ადგილი დაუმკვიდრა.ხოლო 50 საუკეთესო ჯგუფს შორის მე 11. ჟურნალ Rolling Stone ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის იყო Guns n' Roses ის ალბომი . ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა.მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო.ასევე იმის გამოც რომ ექსელი ხშირად იცვამდა ჩარლზ მენსონის (ცნობილი კრიმინალი) მაიკებს.ალბომებს შორის დიდი შუალედებიც კრიტიკის საფუძველი ხდებოდა. ვოკალისტი კრიტიკის საგნად იქცა, მას შემდეგაც რაც ჯგუფი დაიშალა.მუსკრიტიკოსები თვლიდნენ , რომ კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა. 2012 წლის დასაწყისში Guns n' Roses წარდგენილი იქნება Rock and Roll Hall of Fame ში .კრიტიკოსები და ფანები მიიჩნევენ , რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის აღდგენა.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (04.07.2010)
ნანახია: 714 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz