კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
შაბათი, 11.05.2024, 11:19
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

პირველი სატანისტი,რომლის ძარღვებში ქართული სისხლიც ჩქეფდა..

პირველი სატანისტი,რომლის ძარღვებში ქართული სისხლიც ჩქეფდა..



ეს ადამიანი იყო ანტონ ლავეი…

სატანიზმზე წარმოდგენა ალბათ ბევრ თქვენთაგანს აქვს, ეს თემა ბევრი ადამიანის ინტერესს იწვევს, რადგან გარკვეულწილად იდუმალებითაა მოცული,მაგრამ ფაქტი ერთია, სატანისტები არიან ის ადამიანები ვინც ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რელიგიას. შეიძლება ვინმემ თქვას ეს თვითონ სატანიზმი არის მათთვის რელიგიაო,მაგრამ არამგონია ესე იყოს, სატანიზმი უბრალოდ მათთვის არის მიმართულება, შეწინააღმდეგება ყოველგვარი ქრისტიანობის, მუსლიმანობის, კათოლიკობის თუ ბუდიზმის მიმართ. ალბათ საინტერესოა ვინ წამოიწყო ყოველივე ეს, ვინ გამოიგონა მათი წეს-კანონები, ვინაა ეს ადამიანი?!

Anton Szandor LaVey დაიბადა 1930 წლის 11 აპრილს,ჩიკაგოში,მამამისი იყო Michael Joseph Levey,დედა კი Gertrude Augusta Coultron.ოჯახი მალევე გადავიდა კალიფორნიაში,სადაც ლავეიმ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა,შემდეგ კი არიზონაში გადაინაცვლა.ანტონი ამაყობს,რომ მის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს,გარდა ქართველობისა,მას თავი სხვა ერის შვილადაც მიაჩნია(რუმინელი, ფრანგი და ებრაელი). ბავშობიდან აღმოაჩნდა მუსიკის ნიჭი,ანტონი შესანიშნავად უკრავდა კლავიშიან საკრავებზე,როგორიცაა ორღანი.
სან ფრანცისკოში,ლავეი მუშაობდა პოლიციის განყოფილებაში,ფოტოგრაფად.
1951 წელს ლავეი დაქორწინდა Carole Lansing-ზე,1952 წელს შეეძინათ პირველი გოგო – კარლა ლავეი.1960 წელს ანტონი შეხვდა დიანა ჰეგეტს,მართალია მასზე ოფიციალურად არ დაქორწინებულა,თუმცა შეეძინა მეორე შვილი – Zeena Galatea Lavey,1963 წელს.მთელი ამ წლების განმავლობაში,ანტონი მუსიკალურ კარიერას იქმნიდა,ის უკრავდა სხვადასხვა ბარებსა და ღამის კლუბებში.

1966 წლის 30 აპრილს მან დაარსა პირველი სატანისტური ეკლესია,ამის შემდეგ კი,მან სწორედ ამ მხრივ გააგრძელა "მოღვაწეობა”, დაწერა პირველი სატანისტური ბიბლია,გარდა ამისა,მას ეკუთვნის სხვა რამდენიმე ნამუშევარი:”ცხრა სატანური მცნება”,”თერთმეტი სატანური წესი”,”მსოფლიოს უძლიერესი რელიგია” და სხვა.ახლა კი,თუ რას წარმოადგენს ეს ცხრა მცნება:

1) სატანა გთავაზობს დათმენას,თავშეკავების ნაცვლად
2) სატანა გთავაზობს სრულფასოვან ცხოვრებას სულიერი ძიების ნაცვლად
3) სატანა გთავაზობს კეთილგანწყობას მათ მიმართ,ვინც ამას იმსახურებს
4) სატანის მიხედვით,შური უნდა იძიო,მეორე ლოყის მიშვერის ნაცვლად
5) სატანა გთავაზობს პასუხისმგებლობას,პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მიმართ.
6) სატანა აღიარებს ადამიანს როგორც ცხოველს, რომელიც ზოგჯერ სხვა ოთხ ფეხზე მოსიარულე ცხოველზე უარესი,ან უკეთესია.
7) სატანა ყველა ცოდვას განიხილავს როგორც ფიზიკურ, ემოციურ ან გონებრივ მოთხოვნილებას.
8) სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარია, ის ერთად ერთია რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობს ამ ბიზნესს.
ესეც სატანის თერთმეთი წესი:
1) სანამ არ გკითხავენ,არ მიაწოდო სხვას აზრი ან რჩევა
2) არ უთხრა სხვას შენი შიშის შესახებ,სანამ არ დარწმუნდები,რომ მათ აინტერესებთ
3) როცა სხვის ბუნაგში ხარ,პატივი ეცი მათ,ან საერთოდ არ წახვიდე
4) თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაწყენინებს,მოექეცი მას სასტიკად და არ აპატიო
5) არ მისცე სექსუალური რჩევა,სამან ამის ნიშანს თვითონ არ მოგცემს
6) ნუ აიღებ იმას,რაც არ გეკუთვნის,სანამ ის არის სხვისი ტვირთი და ხმამაღლა ჩივიან გათავისუფლებას
7) დაამოწმე მაგიის ძალა,თუ შენ გინდა მიაღწიო წარმატებას
8) ნუ იწუწუნებ იმ ნივთზე,რომელიც შენ არ გჭირდება
9) ნუ ავნებ ახალგაზრდა ბავშვს
10) ნუ მოკლაც ცხოველს,სანამ ის შეტევაზე არ გადმოვა,რათა წაგართვას საჭმელი
11) თუ შენ მოძრაობ ღია ტერიტორიაზე და,არ აწუხებ არავის და ვინმე შენ შეგაწუხებს,სთხოვე შეჩერდეს,თუ არ შეჩერდა გაანადგურე

ახლა კი,თუ რას თვლიან სატანისტები ცოდვად:

1) სისულელე
2) საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა
3) საკუთარი აზრის უპირობო სისწორე
4) საკუთარი თავის მოტყუება
5) კომფორმიზმი
6) ფართო აზროვნების უნარის არქონა
7) ძველი ფუნდამენტური დოქტრინების და წესების დავიწყება
8) არარაციონალური სიამაყე
9) ესთეთიურის შეგრძნების არქონა

ალბათ შეამჩნევდით,რომ აქ არსად არაა ყურადღება გამახვილებული მკვლელობაზე,ე.ი შეიძლება ვივარაუდოთ,უფრო მეტიც,აქ ნათლად ჩანს,რომ სატანისტები მკვლელობას ცოდვად არ მიიჩნევენ.
ე.წ სატანისტებს,თავიანთი სიმბოლო გააჩნიათ,ეს არის გადმოტრიალებული ჯვარი,შეიძლება ამას რაიმე სახის მნიშვნელობა არ ჰქონდეს,მაგრამ ნათლად ჩანს ანტიქრისტიანულობა.
ანტონ ლავეი გარდაიცვალა 1997 წლის 29 ოქტომბერს,67 წლის ასაკში,გარდაცვალების ადგილი -სან ფრანცისკო.


ანტონი დიანასთან ერთად

ზეენა გალატეა ლავეი, ანტონისა და დიანას შვილი ( ისიც სატანური ეკლესიის წევრი იყო).


ანტონი და კარლა-მარიცა ლავეი (ანტონისა და მისი ცოლის,ქეროლ ლენსინგის შვილი).

Blanche Barton- ქალი, რომელმაც ანტონს ერთადერთი ვაჟი გაუჩინა.


ეს კი გახლავთ ანტონის ერთადერთი ვაჟი Satan Xerxes Carnacki Lavey. ეს ბავშვი პატარაობიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სატანისტურ რიტუალებში, ესწრებოდა მათ შეკრებებს და შესაძლოა მან დაიკავოს მამის ადგილი, გახდეს სატანისტების ქურუმი.


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (07.08.2010)
ნანახია: 1605 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz