კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
ხუთშაბათი, 23.01.2025, 05:20
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

5 იდუმალი ადგილი


ჯოჯოხეთის კარი, რუსეთის იდუმალი ხვრელები, ცენტრალია, ჯვრების გორაკი, ქვიშაში ჩაფლული ქალაქი – ეს ის 5 ადგილია რომელზეც მცირე ინფორმაციას გაიგებთ გაგრძელების შემდეგ 
1. ჯოჯოხეთის კარი

უზბეკეთში ამ ადგილს ადგილობრივებმა ჯოჯოხეთის კარი დაარქვეს. ის მდებარეობს პატარა ქალაქ დარვაზთან. ერთხელ გეოგები მიწას ბურღავდნენ, უცებ გათხრის დროს მათ იპოვეს მიწისქვეშა გამოქვაბული. ეს გამოქვაბული იმდენად დიდი იყო, რომ გეოლოგები მთელი შემადგენლობით ჩაერთვნენ ამ ადგილის გათხრაში. არცერთ მათგანს არ შეეძლო დაბლა ჩართვა, რადგან ეს ადგილი გაზით იყო სავსე. გეოლოგებმა გადაწყვიტეს ცეცხლი აენთოთ გამოქვაბულში, რათა მომწამვლელი აირი ზემოთ არ ამოსულიყო და ამის შემდეგ ამ ადგილას ცეცხლი ანთია მუდმივად. წარმოიდგინეთ რამდენი გაზია გამოქვაბულში, მასში 35 წლის წინ დანთებული ცეცხლი ჯერაც არ ჩამქრალა.

2. იდუმალი ხვრელები რუსეთში

1980 წლის შემდეგ რუსეთის ზოგიერთ ტყეში უცნაური რამ ხდება. ხალხი ხშირად პოულობს ღრმა და ბნელ ხვრელებს. ხვრელებს ძირითადად ხშირ ტყეებში პოულობენ, ისეთ ადგილებში სადაც მანქანით ვერ მიხვალ, რომ რამე ხელსაწყო მიიტანო რითიც გაბურღავ მიწას. ხალხის თქმით, ხვრელების გარშემო არც მიწა ყრია, რაც წესით მათი გათხრის შემდეგ უნდა დარჩენილიყო. ჯერჯერობით არავის აქვს პასუხი საიდან ჩნდება ეს ღრმა ხვრელები შუა ტყეში.

3. ეშმაკის ხახა

ცენტრალია – ქალაქი, სადაც გადაიღეს ფილმი Silent hill, ამ ქალაქზე ინფორმაცია დევს საიტზე ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ აქ მიწისქვეშ არის ქვანახშირის საბადო, სწორედ ამის გამო ცენტრალიაში 1962 წელს გამჩნდარი ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა . აქ დღემდე ჩნდება ნაპრალები მიწაზე , საიდანაც კვამლი ამოდის. ხალხისთვის საშიში გახდა ამ ქალაქში ცხოვრება და სწორედ ამიტომ 2007 წელს საჭირო გახდა მათი გასახლება.

4. ჯვრების გორაკი

ეს გორაკი მდებარეობს ლიტვაში, მასზე არის 50,000 ჯვარი. არ გეგონოთ,რომ აქ სასაფლაოა. ადგილობრივების აზრით ყველა , ვინც აქ დადებს თავის ჯვარს გახდება ბედნიერი და იღბლიანი კაცი. ათასობით ადამიანს სჯერა ამის და მოდის თავისი ჯვრის დასადებად. ლიტვაში ეს ტრადიცია წარმოიშვა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ.

5. ქვიშაში ჩაფლული მოჩვენებების ქალაქი

Kolmanskop- ეს არის მოჩვენებების ქალაქის სახელი, რომელიც სამხრეთ ნამიბიაში მდებარეობს, რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით Luederitz-ის ნავსადგურიდან. 1908 წელს ამ ადგილას დაწყებული იყო „ბრილიანტის ციებ-ცხელება", ამიტომაც ხალხი ჩამოდიოდა ნამიბიის უდაბნოში იმ იმედით, რომ უკეთესად იცხოვრებდნენ. ორ წელიწადში აქ გაშენდა ქალაქი Kolmanskop, აშენდა სკოლები, საავადმყოფოები, კაზინოები, საცხოვრებელი სახლები. მალევე, როცა ბრილიანტის ფასი დაეცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დასასრულის დასაწყისი დაიწყო. 1950 წელს ქალაქი უდაბური გახდა. მის გარშემო შემოვლებული გალავანი ჩამოინგრა, ბაღები და კოხტა ქუჩები ქვიშით დაიფარა.


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (15.07.2010)
ნანახია: 907 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2025 | Free site builder - uCoz