თეთრმა სახლმა ძლივს ჩააცხრო შარშან აგორებული სკანდალი, რომელიც ვინმე ლარი სინკლერს უკავშირდებოდა. ლარი ამტკიცებდა, რომ კოკაინს იღებდა და ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა ბარაკ ობამასთან ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ილინოისის შტატის სენატორი იყო. ამ დღეებში კი აშშ-ის პრეზიდენტს ახალი ბრალდებით დაესხნენ თავს.
თავის წიგნში სინკლერი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსი ჩიკაგოს გეიბარში გაიცნო. მაგრამ ადმინისტრაციამ შეძლო სინკლერის მატყუარად წარმოჩენა და მის ნათქვამს ბევრმა არ დაუჯერა. ამჯერად კი ავანსცენაზე გაცილებით სარწმუნო პერსონაჟი გამოჩნდა. უეინ მედსენი ჟურნალისტური გამოძიებების სპეციალისტია, მრავალი ცნობილი გადაცემის სტუმარი.
ის არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობილი წარმომადგენელია, არამედ სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ასე რომ, სამძებრო მოღვაწეობაში ნამდვილი პროფესიონალია.
ამიტომაც უფრო ადვილი დასაჯერებელია, როცა ასეთი ადამიანი აცხადებს, რომ 1990-იან წლებში ობამა, მაშინ ილინოისის შტატის სენატორი, ერთ-ერთი კლუბის აქტიური სტუმარი იყო, რომელიც უკვე ოცდაათი წელია არსებობს და გეების შესაკრებ ადგილად მიიჩნევა. მედსენი ამბობს, რომ ბევრმა, მათ შორის დაზვერვის ყოფილმა აგენტებმაც დაუდასტურეს, რომ ობამა ამ ბარში ხშირად დადიოდა, 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც.
გარდა აღნიშნული ინფორმაციისა, მედსენმა იმის გარკვევაც შეძლო, რომ ობამა გეებს არა მხოლოდ კლუბში ხვდებოდა, არამედ კალათბურთის მატჩებზეც. თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთი გეი ვერ ბედავს თამამად და საჯაროდ იმის თქმას, რომ ობამას ხვდებოდა.
ამასობაში კი ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ამ თემას და საინტერესო კოლაჟებიც გაჩნდა, რომლებზეც ობამა სხვა ამერიკელი გეების კომპანიაშია გამოსახული.