რეკლამების მიხედვით „სტომატოლოგები ურჩევენ" ადამიანებს სასწაულმოქმედ ჯადოსნურ საღეჭ რეზინს „დიროლს", კარიესის მოსაშორებლად. მაგრამ თქვენს პირის ღრუში სულაც არ მუშაობენ თეთრ ხალათში გამოწყობილი ლამაზი გოგონები
სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, საღეჭი რეზინის შემადგენლობა ძირითადათ მიღებულია ქიმიური გზით. მაგალითად, თუ შენიშნავთ საღეჭი რეზინის შეფუთვაზე შემადგენლობის ჩამონათვალში ნივთიერებას, რომელიც აღნიშნულია შემდეგნაირად Е171- ე.წ. ტიტანის მათეთრებელი, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ეს საღებავი ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს იწვევს.
ცნობილია, რომ ადამიანის ყოველდღიურ რაციონში შაქრის დიდი რაოდენობა დიაბეტს, ათეროსკლეროზს, სიმსუქნეს იწვევს. ამიტომ გაჩნდა ე.წ. შაქრის შემცვლელები, რომლებიც თითქმის არ შეიცავენ კალორიებს. ხშირ შემთხვევაში ეს შემცვლელები ქიმიური სინთეზის გზით არის მიღებული, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
დამტკბობი ნივთიერება, იგივე ასპარტამი (Е951) – ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია საღეჭი რეზინა „დიროლის", რომელიც თურმე მავნე ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე დამხმარეს. რაც უფრო დიდხანს ღეჭავთ, ანუ რაც უფრო ხშირად აქვს საღეჭ რეზინს კბილებთან კონტაქტი, მით უფრო დიდია რისკი კარიესის გაჩენისა. ამ შემთხვევაში კი ე. წ. „დიროლს"კონკურენტი აღარ ჰყავს. გარდა კარიესისა, ასპარტამის მომხმარებლებს თავის ტკივილი, დეპრესია, უძილობა და შიმშილის გრძნობა შეაწუხებთ.
„დიროლის" საღეჭი რეზინი ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომლის აღმნიშვნელი ნიშანია Е414, იგი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს.
უცხოური სამეცნიერო კვლევითი ცენტრების დასკვნებს „დიროლის" შესახებ ეთანხმებიან ქართველი ექიმებიც. დიეტოლოგებისა და პედიატრების აზრით, საღეჭი რეზინი, კონკრეტულად კი `დიროლი~ ადამიანის ორგანიზმისათვის საშიშია.