| დღეს განსაკუთრებული დღეა - 6 ივლისს მსოფლიო კოცნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
მეოცე საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, რომ კოცნა იმდენად მნიშვნელოვანია, მას აუცილებლად უნდა მიეძღვნას დღესასწაული. რა თქმა უნდა მას არა აქვს ოფიციალური სახე, თუმცა ამისგან ის ნაკლებად სასიამოვნო როდია.
და თუ დღეს ქუჩაში ვინმე უცნობმა გაგაჩერათ და კოცნა გთხოვათ, არ იფიქროთ, რომ ის მანიაკია, უბრალოდ მას ძალიან უყვარს ეს დღე! დღევანდელ დღეს ხშირად ეამბორეთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. კოცნა ხომ ყველაზე უკეთ გამოხატავს სიყვარულს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩვენს ერთგულ მკითხველს ვთავაზობთ ვარსკვლავური ამბორის ამსახველ სხვადასხვა ტიპის ფოტო მასალას - პაპარაცების მიერ გადაღებულს, "ორგანიზებულს" სპეციალურად კინოსთვის ან ღონისძიებისთვის. დატკბით! |