კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
ხუთშაბათი, 23.01.2025, 08:57
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

"ბინდის" მაყურებელი კინოთეატრში შიშისგან გარდაიცვალა
ახალ ზელანდიის ქალაქ ველინგტონში ფილმის "ბინდი. საგა. დაბნელება" საღამოს სეანსის შემდეგ კინოთაეტრში 23 წლის მაყურებელი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გაზეთი New Zealand Herald იტყობინება. კონოთეატრის თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ მაყურებელს სავარძელში ჩაეძინა და დაცვის თანამშრომელს ახალგაზრდა ადამიანის გაღვიძება სთხოვეს. შემთხვევის ადგილზე სასაწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, მაგრამ ექიმები ახალგაზრდას ვეღარაფრით დაეხმარნენ. გაზეთი პოლიციის სერჟანტის განცხდებას აქვეყნებს. მისი თქმით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. დეტექტივი შემთხვევას "აუხსნელს, მაგრამ არა საეჭვოს უწოდებს". პოლიციელებს იმედი აქვთ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენაში მათ გვამის გაკვეთა დაეხმარება. ახალგაზრდა ადამიანის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მის ნათესავებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. პოლიციის მონაცემებით, გარდაცვლილი ახალი ზელანდიის მოქალაქეა და ქვეყანაში ის მარტო მოგზაურობდა. კინოთეატრი, რომელიც ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების დროს დაკეტილი იყო, ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. რომანტიკული ტრილერის "ბინდი. საგა. დაბნელება" მსოფლიო პრემიერა 20 ივნისს გაიმართა. ფილმის რეჟისორი დევიდ სლეიდია. კინოსცენარი ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელიც სტეფან მაიერმა დაწერა. ფილმმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა. კინოგაქირავების პირველივე კვირას ფილმის ბიუჯეტმა 100 მლნ დოლარი შეადგინა.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (12.07.2010)
ნანახია: 781 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2025 | Free site builder - uCoz