კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
ხუთშაბათი, 23.01.2025, 05:30
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

"გარეგნობა რომ არ მქონდეს, სამსახური არ მექნება..."
Ambebi.Geდიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა - "ღამე შორენასთან" აღარ გადის. მსახიობი და ამ გადაცემის წამყვანი შორენა ბეგაშვილი ამბობს: ვერც მიხვდებოდით, გადაცემა სექსზე რომ იყო, რადგან ამ თემის გარდა, ლამის ყველაფერს ვეხებოდით; მიმაჩნია, ქართველი ხალხი ნაკლებად "გახსნილია", სწორედ ამიტომ "შეურაცხყო" "კრიტიკით შეიარაღებული" ადამიანებიო... მოკლედ, "ღამე შორენასთან" დახურეს, შორენა კი თავისუფლებით ტკბება და დროის დიდ ნაწილს საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებს.


- ამჟამად, დასვენებით ვტკბები - იმ ხალხს ვხვდები, ვის ნახვასაც ხშირად ვერ ვახერხებდი: დედაჩემს, მეგობრებს, ახლობლებს, და "საქმეებს" ვაგვარებ, რადგან ვიცი, რომ ეს შესვენება დროებითია.

- რაიმე შეთავაზებები თუ გაქვს?
- კი, რაღაც პროექტები არის, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

- დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც გადაცემა "ღამე შორენასთან" ეთერში აღარ გადის. მისი დახურვის მიზეზი რა იყო?
- არ ვიცი. ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ ასე იყო საჭირო. როგორც ვიცი, გადაცემა საკმაოდ რეიტინგული იყო, მაგრამ ქართველი ხალხი სექსზე არ გალაპარაკებს. არადა, ვერ მიხვდებოდი, რომ გადაცემა სექსზე იყო, რადგან მგონი, ამ თემის გარდა, ყველაფერს ვეხებოდი (იცინის). საქართველოში სექსის შესახებ გადაცემა მაინც არ შედგა - ალბათ, მაყურებელს არ უნდა.

- ამბობ - ხალხი სექსზე არ გალაპარაკებსო. არადა, მაყურებლების ნაწილი გადაცემით იმიტომ იყო უკმაყოფილო, რომ უფრო მეტს ელოდა...

- კი, მეტს ელოდნენ და უფრო კრიტიკულადაც იყვნენ განწყობილი, - აბა, ერთი, რა უნდა თქვას სექსზეო? ჰოდა, "ცოტა სექსი" რომ შევთავაზეთ, არ ესიამოვნათ - შეურაცხყოფილები დარჩნენ, რადგან გადაცემის ეთერში გასვლას "კრიტიკით შეიარაღებული" ელოდნენ (იცინის). "ღამე შორენასთან" ჩვეულებრივი, "ლაითი" გადაცემა იყო. თბილისი არ არის მოსკოვი, რომ ქუჩაში ვიღაც გააჩერო, პლასტილინის მსგავი რამ მიაწოდო და სთხოვო: შენი შეყვარებულის პენისი გამოძერწეო... 

აქ ბევრად უფრო შეზღუდული ვართ. ერთხელ გადაცემა კოცნის თემაზე მქონდა; შეყვარებულ წყვილს ვთხოვე, - ერთმანეთს აკოცეთ-მეთქი. გაოცებული დავრჩი, რადგან საკუთარი გრძნობების გამოხატვის რცხვენოდათ. ეს მით უმეტეს გასაკვირია, როცა საქმე ცოლ-ქმარს ეხება... ასე რომ, საქართველოში სექსზე გადაცემა როგორი უნდა ყოფილიყო? ცხადია, ძალიან მოკრძალებული (იცინის). ქართველები ნაკლებად "გახსნილი" ხალხი ვართ.

- გადაცემისთვის კონკრეტული თემის შერჩევაში თავად თუ მონაწილეობდი?
- თემას ძირითადად, პროფესიონალები არჩევდნენ, ტექსტს ადგენდნენ, მაგრამ რამდენჯერმე მეც გამოვთქვი აზრი და გაითვალისწინეს. მაგალითად: ქალწულობის აღსადგენად, საქართველოში ბევრი ქალი "იკერება". კუზანოვის კლინიკაში მივედით და ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს. ასე რომ, ქალების "გაკერვასთან" დაკავშირებული თემა გადაცემისთვის ჩემი შერჩეული იყო (იცინის). არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი - ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს.

- იმ მამაკაცებზე რას ფიქრობ, რომლებსაც სურთ, რომ მათი რჩეული ქორწინებამდე აუცილებლად ქალწული იყოს?
- ქალბატონები ალბათ სწორედ ასეთი მამაკაცებისთვის "იკერებიან" და ხდება საქალწულე აპკის "აღდგენა-რესტავრაცია" (იცინის). ძალიან სასაცილოა!.. ასეთი საქციელი ჩემთვის მიუღებელია. ხშირია შემთხვევა, როცა გოგონა "თავისუფალი ცხოვრებით" ცხოვრობს, მერე კი უცებ, გათხოვება მოუნდება. გამოდის, მეუღლეს თანაცხოვრების პირველივე დღიდან ატყუებს. მაგრამ თუკი ამით, ცოლიც ბედნიერია და ქმარიც, იყოს მამაკაცი მოტყუებული, რა ვქნათ (იცინის)!..

- მართალია, შენს გადაცემაში "ცოტა სექსი" იყო, მაგრამ თავად ყოველთვის ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდი. შენს სამოსზე ვინ ზრუნავდა?
- ვიცოდით, რომ სექსუალური სამოსი უნდა ჩამეცვა. ამიტომ ხან რას ვიგონებდი, ხან - რას.

Ambebi.Ge
- შორენა, თავის დროზე "გულახდილი" ფოტოები რომ არ გადაგეღო, დღეს ისეთივე პოპულარული მსახიობი იქნებოდი, როგორიც ახლა ხარ?

- კი, აბა, რა! ჩაცმული ბევრად უფრო ლამაზი ვარ საერთოდ (იცინის). შეიძლება, ვინმეს ჰგონია, რომ პოპულარობას იოლად მივაღწიე. ყველას თავისი აზრი აქვს. ფაქტია, რომ ვიყავი გოგონა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს რუსთავიდან თბილისში ჩამოვიდა და წარმატების მიღწევა გადაწყვიტა. ადამიანი, რომელსაც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავს და წარმატებას აღწევს, ყოველთვის დასაფასებელია. ჩემი ცხოვრება ძალიან მიყვარს და საკუთარ თავს პატივს ვცემ, რადგან არავინ არაფერში დამხმარებია. თუკი ვიღაცას მიაჩნია, რომ წარმატებას იოლად მივაღწიე, რა ვქნა?!.

- ტელემაყურებელმა პირველად, სპეცრაზმელი გოგონას როლში გიხილა. თამუნა ამონაშვილის კლიპში როგორ მოხვდი?
- მაშინ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. პარალელურად, გარკვეული შეთავაზებები მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არც ერთი წინადადება არ მომეწონა. თამუნა ამონაშვილის კლიპში ჩემი როლი კი საინტერესო იყო. შეთავაზებას დავთანხმდი, გადამიღეს, გადამიხადეს და წამოვედი (იცინის). მანამდეც და მერეც, სარეკლამო რგოლებში ვმონაწილეობდი. მერე ფილმებში თამაში დავიწყე. ჩემი მონაწილეობით გადაღებული პირველი ფილმი ჯერ არ გამოსულა. ეს არის ლევან თუთბერიძის "I love you, baby". ძალიან კარგი ფილმია. ოდესმე გამოვა, აბა, სად წავა (იცინის)?!. მასში მონაწილე თითქმის ყველა მსახიობი კინოში პირველად ვთამაშობდით: მე, ლევან ხურცია, გიორგი ზანგური...

- შენი სექსუალურობა ამ ფილმშიც "ხაზგასმულია"?

- ძალიან - არა. ჩემი პერსონაჟი საკუთარ თავში ჩაკეტილი, დინჯი გოგონაა. ეს როლი ძალიან მიყვარს: პირველი იყო და მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, ხელები მიკანკალებდა (იცინის). დღეს კამერა ჩემი "მეგობარია" - მის წინ თავს კომფორტულად ვგრძნობ...

- "ყველაფერი კარგად იქნება", "მაიტა ნასოსი", "ოცნების ქალაქი" - ყველა ფილმში სექსუალური ქალის როლს ასრულებ. არადა, ამბობდი, - არ მინდა სექსუალური ქალის "იარლიყიო"...

- ჰო, მაგრამ ამას ვერ გავექეცი: რაც უნდა ჩავიცვა, მაინც "რაღაც ისეთი გამოვა" (იცინის). მესმის, რომ საქართველოში ბევრ ფილმს არ იღებენ, მაგრამ მრავალნაირი როლების შესრულება მინდა. ჯერჯერობით ისევ ასეთ როლებს მთავაზობენ. მომავალში რა იქნება, არავინ იცის. ვნახოთ...

- შორენა, შენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ჭორი ხშირად ვრცელდება. ამაზე შენი რეაქცია ვიცი - გეცინება ხოლმე. საინტერესოა, იმ მამაკაცებს როგორი რეაქცია აქვთ, რომლებზეც "გათხოვებენ"? შენი გულის დაპყრობის ამბიცია მართლა ხომ არ უჩნდებათ?
- რა თქმა უნდა, ასეთი ჭორები სასაცილოა. ჭორის გავრცელების საფუძველიც კი არ არსებობს! რადგან "იმედში" ვმუშაობდი, ე.ი. იქ აუცილებლად "ვინმე უნდა მყოლოდა"?.. როცა რომელიმე მამაკაცის გვერდით ვდგავარ, ვაფრთხილებ: არ გიცნობ, ცოტათი გაიწიე, თორემ შეიძლება, ვინმემ გადაგვიღოს და შენც პრობლემები შეგექმნას და მეც-მეთქი... ამჟამად შეყვარებული მყავს, გეფიცები (იცინის)!

Ambebi.Ge

- ...120 კგ-ს იწონიდი?!

- ნუ, მთლად 120-ს არა, მაგრამ საკმაოდ მსუქანი ბავშვი ვიყავი. 16 წლის ასაკში პასპორტისთვის გადაღებულ ფოტოს ჩემს ახლანდელ გარეგნობას ადარებენ და მეუბნებიან, - ცხვირი "გაკეთებული" გაქვსო! სხვათა შორის, კიდევ უამრავი ფოტო მაქვს, რომლებზეც მე და ჩემი მეგობრები ბევრს ვიცინით. იმ სურათების ნახვის შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ საერთოდ სხვა ადამიანზე ვარ "გადაწყობილი" (იცინის).

- დღესდღეობით გარეგნობაზე ზრუნვას ბევრ დროს უთმობ?

- ვიცი, რომ ჩემი გარეგნობა - ჩემი "სავიზიტო ბარათია". არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ. არ დავუშვებ, რომ გვიან დავიძინო, თუმცა იშვიათად, გამონაკლისიც ხდება, მაგალითად - როცა კლუბში ვერთობი. თავს ვუვლი, რადგან ვიცი - კარგი გარეგნობა რომ არ მქონდეს, სამსახური არ მექნება. 




კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (15.07.2010)
ნანახია: 958 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2025 | Free site builder - uCoz