კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
ხუთშაბათი, 23.01.2025, 08:46
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

რა ღირს ქალწულობა საქართველოში?
დღეს საქართველოში ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის გაკეთება შეიძლება - თმის გადანერგვით დაწყებული, საქალწულე აპკის აღდგენით დასრულებული და, როგორც შევიტყვეთ, ქართველი გოგონები ხშირად მიმართავენ ქირურგებს პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად. გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური ქირურგი, ბატონი ალექსანდრე კალანტაროვი: პოსტსაბჭოურ სივრცეში პლასტიკურ ქირურგიაში მხოლოდ ვახტანგ ხურციძე, იგივე წოპე მოღვაწეობდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში კი პლასტიკური ქირურგია მთელ მსოფლიოში დიდი სისწრაფით განვითარდა. 1970-იანი წლების შემდეგ პლასტიკური ქირურგია მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დღეს ამ სფეროში ყველა საკითხი შესწავლილია, ყველა საკითხის შესახებ არსებობს სათანადო გამოცდილება. - თავდაპირველად საქართველოში ყველაზე ხშირად ცხვირის პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებდნენ. - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია საქართველოში დღესაც ყველაზე პოპულარულია. ეს, ალბათ, გენეტიკის ბრალიც არის და იმისიც, რომ ცხვირი სხეულის ის ნაწილია, რომელიც პირველად გხვდება თვალში - ცხვირი ყური არ არის, რომ ვარცხნილობით ან ქუდით დამალოს ადამიანმა. სხეულის სხვა ნაწილების ოპერაცია კი მოდაზეა დამოკიდებული. - ეს როგორ გავიგოთ? - როდესაც მოდურია დეკოლტირებული ან მინიკაბა, მანდილოსნებს მკერდის გადიდებისა და მუცლის, დუნდულების, ბარძაყების გათხელების სურვილი უჩნდებათ. ასე რომ, საქართველოში ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ყველაზე პოპულარული მკერდის გადიდება და ლიპოსაქციაა. ბუნებრივია, ყველა ქალს სურს, ლამაზი მკერდი და ჩამოსხმული მუცელი ჰქონდეს. - და გრძელი ფეხები... - რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელფეხება უნდა დაიბადო (იცინის). ისე, ფეხებს ჩვენს კლინიკაშიც აგრძელებენ, მაგრამ ეს არ არის პლასტიკური ქირურგიის სფერო - ეს აღდგენითი ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სფეროა და კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ძალიან დაბალია. - ხშირად ტარდება ეს ოპერაცია? - არც ისე ხშირად, ვინაიდან საკმაოდ რთული და ტრავმულია: წვივის ან ბარძაყის შუა ნაწილში კეთდება ძვლის ხელოვნური მოტეხილობა, შემდეგ იდგმება სპეციალური აპარატი, რომელიც ძველებს ერთმანეთისგან აშორებს. ფეხი 24 საათში ერთი მილიმეტრით გრძელდება და საბოლოოდ 8-10 სანტიმეტრს იმატებს. შესაძლოა, პაციენტს 2-3 ოპერაცია დასჭირდეს. - მამაკაცები უმეტესად რის პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ? - მრავალნაირს, მაგალითად, მკერდისას. არსებობს დაავადება, რომელიც მამაკაცებში მკერდის ზრდას იწვევს. მოდიან ჩვენთან და ვუპატარავებთ. - საქალწულე აპკის აღდგენისთვის ხშირად მოგმართავენ? - ოოო, ძალიან ხშირად. მოდიან გოგონები და პირდაპირ მეუბნებიან, ქალწულობის აღდგენა გვინდაო, მერე კი დაწვრილებით მიყვებიან თავიანთი პირველი ღამის შესახებ. ყველაზე ხშირად ამბობენ: მიყვარდა ბიჭი, რომელსაც დავნებდი, მაგრამ ცოლად არ შემირთო და დავშორდით, ახლა კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ცოლად მირთავს, იმის ნერვები არ მაქვს, დავდგე და წარსულზე ველაპარაკო და რაღაც-რაღაცები ავუხსნაო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგონა მოსულა და უთხოვია, ქალწულობა აღმიდგინეთო, მაგრამ როდესაც გაგვისინჯავს, ქალწული აღმოჩენილა. ეს საქალწულე აპკის თავისებურებათა ბრალია. არსებობს უამრავი სახის საქალწულე აპკი, მათ შორის ისეთიც, რომელიც სექსუალური კონტაქტის მიუხედავად, არ სკდება. როდესაც ვეუბნები, აპკი დაუზიანებელი გაქვთ, კვლავ ქალწული ხართ-მეთქი, სიხარულისგან ჭკუიდან გადადიან... მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის ბრალია. ბევრ ქართველ მამაკაცს ურჩევნია, ცოლად ავი და უხასიათო, მაგრამ ქალწული ქალი შეირთოს, ვიდრე კარგი, თბილი და ქალწულობადაკარგული. - რა ღირს ეს პლასტიკური ოპერაცია? - 50-დან 500 ლარამდე. გააჩნია აპკის ფორმას, დაზიანებას, ნაკერების რაოდენობას, აღდგენის ტიპს, არსებობს აპკის დროებითი და სამუდამო აღდგენა. თუ გოგონამ დროებითი აღდგენა გაიკეთა და განსაზღვრული ხნის განმავლობაში გათხოვება ვერ მოახერხა, კვლავ "დაკარგავს" ქალწულობას. - თუ ყოფილა შემთხვევა, ერთ ქალს რამდენჯერმე აღედგინოს საქალწულე აპკი? - არაერთხელ. ზოგისთვის ორჯერ და სამჯერაც გაგვიკეთებია ეს ოპერაცია. მოსულა გოგონა, გაგვიშვია ქალწულად, შემდეგ, ეტყობა, ისევ ჰქონდა სექსი... ისევ მოსულა და კვლავ აღუდგენია აპკი... იციან, რომ აპკის აღდგენა შეიძლება და ვიდრე არ გათხოვდება, გაიკერება და გაიკერება. - ბევრი ქალი ტუჩების, ასე ვთქვათ, დაბერვის შემდეგ დეფორმირებული ტუჩებით დადის... - ეს იმიტომ, რომ ქართველმა ქალებმა არ იციან პლასტიკური ქირურგიის კულტურა. ტუჩების დაბერვა შეიძლებაო და ამისთვის ზოგი ქირურგთან გარბის, ზოგი - პლასტიკურ ქირურგთან, ზოგიც - კოსმეტოლოგთან... არ იციან, რომ დღეს ტუჩების დასაბერად სასურველია მხოლოდ ისეთი სილიკონის გელი, რომელიც სხეულმა უნდა შეიწოვოს და რომლის მოქმედება 6 თვიდან ერთ წლამდე გრძელდება. - ისეთი გელიც ხომ არსებობს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მოქმედებს? - დიახ. მაგრამ ტუჩში მის შეყვანას ყოველთვის მოჰყვება გართულება. გარკვეული ხნის შემდეგ გელი ტუჩში მოძრაობას იწყებს: ერთ დღეს ერთ კუთხეშია დაგროვებული, მეორე დღეს - მეორეში... ხშირად მინახავს, როგორ აძლევენ მანდილოსნები თავიანთ ტუჩებს თითით ფორმას. ზოგჯერ ეს პროცესი ისე რთულდება, რომ ქირურგიული ჩარევა დაგვჭირვებია გელის ამოსაღებად. - ქართველი ქალების 90% მალავს, რომ პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული... - ნამდვილად ასეა. მკერდსა და ლიპოსაქციას თავი დავანებოთ - ჩვენი ქალების დიდი ნაწილი არ ამხელს, ცხვირის ოპერაცია რომ აქვს გაკეთებული. კლინიკის ვებგვერდზე გვიდევს ჩვენი პაციენტების სურათები. მართალია, თვალები დამალული აქვთ, მაგრამ ბევრი მაინც გვირეკავს და მოითხოვს, ჩემი ფოტო ამოიღეთო. მესმის მათი. საზოგადოება ამისთვის ჯერ არ არის გახსნილი. არადა, საზღვარგარეთ ქალები ამით ამაყობენ - ვისაც ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, უფრო კაი ტიპია. - პოპულარული ადამიანები თქვენს კლინიკაში, ალბათ, მალულად შემოდიან... - (იცინის) უმრავლესობა მართლა ემალება საზოგადოებას. სხვათა შორის, ინგა გრიგოლია არავის დამალვია. რიგშიც კი ჩვეულებრივ ხალხთან ერთად იდგა. საერთოდ, ცნობილი ადამიანები რადიკალურ ცვლილებებს არ ითხოვენ - პატარ-პატარა შესწორებებს სჯერდებიან. მაინც ეკრანზე ჩანან და არ სურთ, ვინმემ თქვას, ამას მკერდი გაუდიდებია, იმას - ტუჩიო... წყარო/Source: http://www.ambebi.ge/meditsina/21406-ra-ghirs-qaltsuloba-saqarthveloshi.html#ixzz0sKQH1eem
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (12.07.2010)
ნანახია: 785 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2025 | Free site builder - uCoz