კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
ხუთშაბათი, 23.01.2025, 08:07
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

რატომ არ დადგება სამყაროს აღსასრული
დადგება სამყაროს აღსასრული? ყოველივე უბედურება მოხდეს. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ რასაც არ უნდა ამბობდნენ მაიას კალენდრები, ნოსტრადამუსის შვილიშვილები და მკითხავი გულნაზი, სამყაროს აღსასრული ამ დღეს არ კი არა, ვერც დადგება. რა თქმა უნდა, ყოველივე გამყარებულია ჩემეული არგუმენტებითურთა, რაც ურყევი დასტურია სიმართლისა. სამყაროს აღსასრული ვერ დადგება ზემოთ აღნიშნულ თარიღს, ვინაიდან და რადგანაც: ა. შეუძლებელია ყველაფერი ასე უაზროდ დამთავრდეს; ბ. ეს ყოველივე დეზინფორმაციაა და მტკნარი სიცრუე. კიდევ, წინასწარ დაგეგმილი არშემდგარი პროვოკაცია; გ. ზოგიერთი წყაროს ცნობით სამყარო ჯერ კიდევ მაშინ უნდა აღსრულებულიყო, როდესაც 2000 წელი დადგა, პახოდუ მეორედ მოსვლაცო; დ. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას მანამ, სანამ მასზე დაიბადებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან/იყვნენ სოკრატე, ლომონოსოვი, ტესლა, ლაო ძი და ჯეი ჯეი აბრამსი; ე. მე ვერასდროს გადავიხდი ჩემს 32-ე დაბადების დღეს; ვ. უცხოპლანეტელები არსებობენ; ზ. მეორედ მოსვლას შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ყოველ წელს ელიან – სამყაროს აღსასრულიც იგივე ისტორიაა; ვგონებ, საკმარისი არგუმენტი დავწერე სამყაროს აღსასრულის საწინააღმდეგოდ და თქვენც დაგარწუმენეთ ჩემს სისწორეში. სამწუხაროდ, 2012 წლის ზამთრის ოლიმპიადა პატრიოტი ორჯონიკიძის წყალობით აწ უკვე რუსეთის მფლობელობაში მყოფ სოჭში მხოლოდ იმ შემთხევაში ჩაიშლება, თუ მართლა სამყაროს აღსასრული დაიწყო. თუმცა, ისევ ოლიმპიადა სჯობს სამყაროს აღსასრულს, არა? არა?! ხო, ნუ რავიცი…
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (10.07.2010)
ნანახია: 751 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2025 | Free site builder - uCoz