რედბულის შექმნის მოკლე ისტორია
Red bull აფრთიანებს 1
ორიგინალური სასმელი "რედ ბული” 1962 წელს ერთმა იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დაამზადა. მის შექმნას კი საფუძვლად დაედო ენერგიული სასმელი "ლიპოვიტანი”, რომელიც ტაილანდიდან იაპონიაში შექონდათ. Red bull გამოშვება გაურკვეველი მიზეზების გამო, 1980 წელს შეწყდა. 1982 წელს დიტრიხ მატეშიცმა აზიაში იმოგზაურა და იქ გავრცელებული ე.წ "ენერგაიზერებით” დაინტერესდა. მან ცნობილი ტაილანდური ენერგეტიკული სასმელის Krating Daeng ლიცენზია და, ასევე, იაპონური ფარმაცევტული საწარმოს Taisho Pharmaceuticals რეცეპტის გამოყენების უფელება შეიძინა. თუმცა როდესაც ის თავის სასმელს ევროპაში ნერგავდა, მას ძლიერი კონკურენტები ჰყავდა. "პეპსი კოლა”, "კოკა კოლა”, "მოლსონი” – ყველა მატონიზირებელ სასმელად ასაღებდა თავს, ხოლო "ენერგეტიკი” "ჯოლტ კოლა” კოფეინის ორმაგ დოზასაც კი შეიცავდა. დიტრიხმა მეტად თამამი ნაბიჯი გადადგა: ჭურჭლის ზომა შეამცირა, ფასი გააორმაგა და მაღაზიაში არა სასმელების სექციაში, არამედ სულ სხვაგან განათავსა (დღესაც "რედ ბული” სალაროსთან ახლოს მდგარ კასრისებრ მაცივარშია ხოლმე ჩაყრილი). ამასთან ამ სასმელის დარიგება სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მახლობლად დაიწყო (სხვატაშორის საქართველოშიც, თბილისში უფრო სწორედ, Red bull არიგებენ ხოლმე უმაღლეს სასწავლებლებში ). სტუდენტებმა, რა თქმა უნდა სიხარულით დაიტაცეს სამელი და აღმოაჩინეს, რომ ის იდეალურად ეწყობა… არაყს! ასე დაიბადა ცნობილი კოქტეილი Vodka Red Bull.
Red bull აფრთიანებს 2
ეს სასმელი მეტად პოპულარული იყო დიდი ავტომობილების მძღოლებსა და მშენებლებში. სწორედ ამ დროს შეიქმნა "რედ ბული” და იმავე დღიდან ამერიკის ბაზრის 80%-ც დაიკავა. სასმელი თავიდან მარტო აფთიაქებში იყიდებოდა და მას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ყიდდნენ. თუმცა დიდი მოთხოვნილების შედეგად, "რედ ბულმა” მაღაზიებისა და სუპერმარკეტების დახლებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს წერდნენ და ამბობდნენ მისი მავნებლობის შესახებ, ამ ფაქტორს გაყიდვებზე არანაირად არ უმოქმედია, პირიქით, ეს ერთგვარ რეკლამადაც კი იქცა. "რედბულს” ძირითადად ახალგაზრდები ეტანებიან და მას სხვადასხვა სასმელშიც კი ურევენ, იმ მიზნით, რომ გემრიელი და ალკოჰოლური სასმელი გამოიყვანონ. 2006 წელს ჟურნალმა "ფორბსმა” "რედ ბულის” მფლობელი 292-ე მილიონერად დაასახელა მსოფლიოში. რაც შეეხება თავად "რედ ბულს,” იგი ყველაზე მოთხოვნადი სასმელემის 20-ეულში შევიდა.
red bull საიტი
Krating Daeng ტაილანდური რედბული
Red bull აფრთიანებს 3
დიტრიხ მატეშიცი (Dietrich Mateschitz)რომ არა ეს კაცი, რა გაგვაფრთიანებდა
Red bull აფრთიანებს 4
Red Bull ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს მათ შორის:
1. Red Bull Flugtag
(გერმანულად-ფრენის დღე) არის შეჯიბრი, რომელსაც ატარებს რედ ბული. ამ შეჯიბრში კონკურსანტები ეცდებიან ააფრინონ თავისი ხელით დამზადებული მფრინავი მექანიზმები. ამ მექანიზმებს უშვებენ პირსიდან (დაახლოებით 9.1 მეტრიდან) ზღვაში. გამარჯვებულებს ასახელებენ შემდეგი კატეგორიების მიხედვით: მანძილი, შემოქმედება და ტალანტი. მაგრამ უმეტესობა მონაწილეების Flugtag-ში მონაწილეობას იღებს გართობისთვის. შეჯიბრის იდეის ავტორი რედ ბულის მარკეტინგის მფლობელი დიტრიხ მატეშიცია. ეს შეჯიბრი ტარდება 1991 წლიდან და აქამდე გამართულა 35-მდე ქალაქში მთელი მსოფლიოს ირგვლივ.
Red Bull Flugtag (ამერიკა 2010) ვიდეო
2. Red Bull X-Fighters
Red Bull X-Fighters 2010 Tour Teaser ვიდეო
Red Bull X-Fighters Mexico City 2010 – Event highlights ვიდეო
3. Red Bull Bc One
Red Bull BC one 2010 ვიდეო
YouTube Red Bull BC One 2009 New York event PREVIEW! OFFICIAL ვიდეო
Red bull აფრთიანებს 5
Redbull აფრთიანებს 6