|
ხუთშაბათი, 23.01.2025, 12:25 მოგესალმები სტუმარი მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
... |
სტატიების კატალოგი
შვეიცარიაში შექმნეს სუპერკომპიუტერი, რომელიც წყლით გრილდება
კორპორაციამ IBM უჩვეულო კომპიუტერი შექმნა. შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში დამზადებული Aquasa-ს უჩვეულობა მისი გაგრილების სისტემაა, რომელიც თბილ წყალზე მუშაობს.
IBM-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წყლის გამაგრილებელი სისტემის მქონე სუპერკომპიუტერი იშვიათი მოვლენაა, თუმცა სუპერკომპიუტერი თბილ წყალზე – ეს უმაღლეს ტექნოლოგიებში მართლაც უახლესი სიტყვაა.
შვეიცარიის ინსტიტუტში ამბობენ, რომ Aquasa გაგრილების უნიკალური სისტემის წყალობით, ჩვეულებრივზე 40%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამასთან, სუპერკომპიუტერი 85%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.
“წყალი გაცილებით უკეთესი თბოგამტარია, ვიდრე ჰაერი”, – მარტივად განმარტა ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა IBM-ის ერთ-ერთმა ინჟინერმა.
|
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (10.07.2010)
|
ნანახია: 787
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|