კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
კვირა, 12.05.2024, 00:23
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

Welcome To Silent Hill

Welcome To Silent Hill


"საილენთ ჰილი” – ეს ნამდვილია…

მოკლედ, საილენთ ჰილი ტოლუკას ტბის გვერდით მდებარე პატარა, გამოგონილი ქალაქია. 1600 წლამდე იქ ინდიელების ერთ-ერთი ტომი ცხოვრობდა და ტერიტორიას რიტუალების ჩასატარებლად იყენებდა. საუკუნის ბოლოს ახალმოსახლეებმა პატარა ქალაქი დააარსეს, მაგრამ სულ მალე უცნობი წარმომავლობის ეპიდემიამ მათი უმეტესობა გაანადგურა. მოსახლეობამ გასაგები მიზეზების გამო ქალაქი დატოვა და დაახლოებით საუკუნის განმავლობაში ამ ადგილს არავინ გაკარებია. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საილენთ ჰილში ისევ გამოჩნდა ხალხი, აქ კოლონია დააარსეს. ორი წლის შემდეგ მეორე ეპიდემია დაიწყო. ქალაქი ისევ დაცარიელდა. 1850 წელს, ნახშირის საბადოს აღმოჩენის შემდეგ, საილენთ ჰილის "ნახშირის ოქროს ციებ-ცხელება” დაიწყო.

სამოქალაქო ომის დროს საილენთ ჰილში ტყვეთა ბანაკი იყო განთავსებული, ომის დამთავრების შემდეგ კი ბანაკის შენობა საპატიმროდ გადაკეთდა. იმავე პერიოდში ქალაქში რელიგიური კულტი გამოჩნდა, რომელიც თავისი ღმერთის გაცოცხლებას ცდილობდა. ღმერთს კაცობრიობა უნდა გაენადგურებინა, რის ყველა ბედნიერად იცხოვრებდა სამოთხეში(ჭირი იქა, ლხინი აქა…) საჭირო ფინანსებს კულტი ნარკოტიკულ ნივთიერებას გაყიდვით შოულობდა.


ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა

საილენთ ჰილში ერთდროულად რამდენიმე პარალელური რეალობა ( ფენა ან განზომილება) არსებობს:
1) ჩვეულებრივი, დასახლებული ქალაქი
2) ჩუმი, მიტოვებული ადგილი, რომელიც მუდმივად ნისლის არაბუნებრივად სქელ ფენაშია გახვეული
3) ბნელი, გახრწნილი და დამპალი ადგილი, რომელიც ჯოჯოხეთური კოშმარებითაა სავსე.

თამაშის (და ფილმის) მთავარი გმირებს მხოლოდ ქვედა ორ ფენაში შეუძლიათ ყოფნა.

არადა პოსტის დაწყებისას სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი. ჩავთვალოთ, რომ შესავალი გამომივიდა ზედმეტად გრძელი. იცოდით, რომ ნამდვილი საილენთ ჰილიც არსებობს? უფრო სწორად ქალაქი, რომლის მიხედვითაც სცენარისტმა როჯერ ევერიმ საილენთ ჰილის თავისი ვერსია "დააპროექტა”.


კადრი ფილმიდან

პენსილვანიის ქალაქ ცენტრალიის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში 11 ადამიანამდე შემცირდა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ცენტრალიის ქვანახშირის მაღაროებში ხანძარი მძვინვარებს, ისევე როგორც საილენთ ჰილის მაღაროებში.
ყველაფერი 1962 წელს გაჩენილი პატარა ხანძრით დაიწყო, რომელიც ქვანახშირის მაღაროში გავრცელდა და უკვე 40 წელია არ ჩამქრალა. 80-იან წლებში რამდენიმე ადგილას ნიადაგი გასკდომა დაიწყო და ასეულობით მეტრის სიღრმის რამდენიმე ჭა გაჩნდა. ქალაქის მოსახლეობის ევაკუაციისთვის სახელმწიფომ 40 მილიონი დოლარი გამოყო. ქალაქს ჩამოერთვა საფოსტო ინდექსი, დაინგრა სახლების უმეტესობა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა მაინც გადაწყვიტა დარჩენა. ვარაუდობენ, რომ ქვანახშირის დიდი რაოდენობის გამო ხანძარი კიდევ 250 წელს გაგრძელდება.

მეც არ ვიცოდი აქამდე, არადა ვიყავი დაინტერესებული და მსურდა გამეგო ეს მოგონილი ქალაქი არის თუ ნამდვილი მაგრამ რატომღაც ვერ მოვიხელთე დრო მაგრამ ეხლა რაღაც-რაღაცეები მოვიძიე და აჰა თქვენ… ძალიან მიყვარს როგორ თამაში ისევე ფილმი რომელიც ძალიან კარგი გადაღებულია და ამ ყველაფერს თურმე რეალური ფაქტები ჰქონია…და მართლაც ქალქი ნისლით არის დაფარული და შესვლა აკრძალულია რასაც FBI კარგად აკონტროლებს როგორც საგზაო ისევე საჰაერო ზოლს,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ კეტავენ რადგან არის სურათები და რამოდენიმე ვიდეო მასალა უბრალო ხალხის მიერ გადაღებული….მდააა, საინტერესოა… :ucnauri.com:


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (07.08.2010)
ნანახია: 913 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Gylvvd   (08.03.2024 15:57) [Entry]
lipitor 80mg pill <a href="https://lipiws.top/">buy generic atorvastatin</a> lipitor 40mg without prescription

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz