ეს ლექსი დაიწერა იმაზე რაც დღეს საქართველოში ხდება და იმედი მაქვს მხოლოდ საქართველოში! ყველა თქვენგანს გინახავთ როგორ იჭერენ ძაღლებს ქუჩაში, მაგრამ ცოტას თუ უნახავს რას უშვებიან ამ ძაღლებს! ხოცავენ! და იმასაც არ კადრულობენ დამარხონ მაინც!
ის ლეკვი მე ვარ, შენ რომ მოკალი! მე ჩამიხუტა სიკვდილმა გულში.. შენ კი დამცქერი ზემოდან მთვრალი, თითქოსდა იყო ეშმაკის მსგავსი..
ის ლეკვი მე ვარ, შენ რომ მოკალი! ნაზი, საბრალო, მიუსაფარი.. შენ კი ხარ ლაღი, ამაყი, მკაცრი, არ გენაღვლება, ბოროტსა სჩადი!
გიყურებ ჩემთა თვალთა სინაზით, ვითხოვ შენდობას არაფრისათვის, სულ არ გადარდებს ეს ჩვენი განცდა, ისე გვაყენებ უამრავ ტანჯვას!..
დადიხარ, ეძებ შენს მსხვერპლთ ქუჩებში, გულში კი იმის შენ გაქვს ნუგეში, რომ გაისქელებ ჯიბეს ფულებით!..
მაგრამ დაფიქრდი! შენც გყავს შვილები!..უცქერ მომავალს მათი იმედით, მოვა დრო, ბედი შენ მათ წაგართმევს და შენს იმედებს დაასამარებს..
მაშინ იარე! იცქირე გულში! ბედმა ეს რატომ გარგუნა გუშინ!? მე მაშინ გეტყვი ამაყი მზერით,ვართ თანასწორი ერთურთის ბედით!
ელისო ჩადუნელი
|