კატეგორიები

მინი-ჩეთი

Block title

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
კვირა, 02.02.2025, 08:49
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
...

სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » Мои статьи

ქართველი გეები ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ

ქართველი გეები ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ


ქართული გაზეთის განცხადება გეების ჟურნალის საწინააღმდეგოდ :)

ეს თემა საქართველოში თითქოს ტაბუდადებულია, მაგრამ ხანდახან მაინც გამოხტებიან ხოლმე ისეთი არამკითხე მოამბე გაზეთები,რომლებზეც ქვევით გვექნება საუბარი.

თუმცა არცერთი მათგანი არამკითხე მოამბედ არ მიიჩნევს თავს, სრულიად დაუპატიჟებლად ერევა სხვების ცხოვრებაში და ხალხს განწირული ხმით (ესე ჩანს სტატიებიდან) მოუწოდებს გონზე მოსვლისკენ : )) (ასე მარტივად რომ ხდებოდეს და ყველაფერი ამათ ნებარე რომ იყოს აწყობილი აშენდა ქვეყანა, ან პირიქით :D) მოკლედ ეს გაზეთები კი აშანშალებენ გეების (მამათმავლების,პიდარასტების და ა.შ. როგორც გაზეთები უწოდებენ ასეთ ხალხს) საწინააღმდეგო სტატიებს,მაგრამ არც ეს უკანასკნელები ჩამორჩნენ და გადაწყვიტეს დაიცვან საკუთარი აზრი. :ae:

ეს სტატია ეხება გეების ჟურნალს სახელწოდებით ,,მე” .

ალბათ დაახლოებით უკვე მიხვდით რა შინაარსისაა ეს სტატიები, და ამაში გასარკვევად დაგეხმარებათ სტატიის ანტირევერსია : ) რომელიც გამოქვეყნდა ,,თავისუფალი სიტყვის ბლოგზე” (www.freelandia.wordpress.com) ვინმე ,,თაზოს” მიერ. იგი ჯერ ასახელებს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს და შემდეგ განაგრძობს განხილვას..

სტატიის სათაური: "ფრთხილად, პედერასტები მოდიან”

ავტორი: გიორგი გიორგაძე

ავტორმა ინტერნეტში ძრომიალისას პირველი ქართული გეი საიტი აღმოაჩინა(როგორც თავად ამბობს). სტატიის დასაწყისში ის წერს: ” შევეცდები, განვმარტო, თუ რატომ არ შეიძლება ამ საიტის არსებობა”… და ცოტა ხნის შემდეგ აგრძელებს: "იმიტომ, რომ ამ საინფორმაციო საიტების ძირითადი მომხმარებლები საქართველოში არასრულწლოვნები არიან”. ამ მოსაზრებას საიტის ფორუმზე გამოქვეყნებული 16 წლის ბიჭის ანკეტით ამტკიცებს, რომელიც მამაკაც პარტნიორს ეძებს. იქვე "ისმის” სასოწარკვეთილი "ხმა”: ”ესაა ჩვენი გენოფონდი და ამისთვის ვჩალიჩობთ რომ რამეს მივაღწიოთ? ვაი ჩვენს პატრონს.” ავტორი ამის შემდეგ იხსენებს ლატვიაში მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს "ამგვარი” ინფორმაციის არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომ გავრცელებას. ამის შემდეგ გიორგაძე დანანებით წერს: "ვეჟო, ამ მამათმავლებმა და ლესბოსელებმა მაინცდამაინც "ძირს მიშა” უნდა დაიძახონ მათი პარპაშით ყოვლისმომსმენი მერაბიშვილი დაინტერესდეს? აგვისტოს მოვლენებისას მერაბიშვილის უწყებამ ისე იყოჩაღა, რომ ერთ საათში ინტერნეტსაიტებზე შესვლა შეუძლებელი გახდა. არ მგონია, მერაბიშვილის უწყება თვლიდეს, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ქვეყანას რამე ხეირს მოუტანდეს და სწორედ ამ საიტის ხშირი მომხმარებლები დაგვაბრუნებენ სოხუმსა და ცხინვალში. საინტერესოა, ამათი (საიტის, რომელიც აშკარად ეწევა მამათმავლობისა და ლესბოსელობის პროპაგანდას და რომელზე შესვლაც ასაკობრივი შეზრუდვის გარეე შეიძლება) რა გახდა?!…..მე უბრალოდ არ მინდა, ჩემი შვილი ინტერნეტში ძრომიალისას ამ საიტს არ გადააწყდეს”.

გაუგებარია, რატომ არ შეიძლება "ამ საიტის” არსებობა? მეტი დამაჯერებლობისთვის მისამართი მაინც მიგეთითებინათ, იქნებ ვნახო და დაგეთანხმოთ. თუმცა, ჩემთვის მიუღებელია არგუმენტი "ჰომოსექსუალობის გამო არის დასახური”. საქართველოს სახელმწიფო, თქვენგან განსხვავებით, აღიარებს ადამიანთა თანასწორობას სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების მიუხედავად. მე ვარ ამ სახელმწიფოს ნაწილი, თქვენ?
მტკიცება, რომ "ამ საიტების მომხმარებლთა უმრავლესობა არასრულწლოვანია”, არის ავტორის (და არა ჟურნალისტის) ასევე დაუსაბუთებელი მოსაზრება, რომელიც ლამის სტერეოტიპად ჩამოყალიბდეს. ასეთი რაღაცების მტკიცება მხოლოდ საფუძვლიან კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება. თუ ამ გაზეთს ხარისხზე აქვს პრეტენზია, მაშინ ცოტა დამაჯერებელიც უნდა იყოს. როგორც სჩანს, ამის პრეტენზია ამ მედიაორგანიზაციას არ გააჩნია.

ასევე სტატიებს ეხმაურება ერთ-ერთი გეი-ბლოგერი და აცხადებს:
როგორც აღმოჩნდა ქართულ პრესაში თუ ანტიპრესაში საკმაოდ იმძლავრა ისევ ჰომოფობიურმა გამოხტომებმა. ამჯერად საუბარია გაზეთზე „საქართველო და მსოფლიო", რომელშიც სხვადასხვა ფსევდონიმებით იბეჭდება ჰომოფობიური და უკიდურესად სიძულვილით სავსე სტატიები, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებენ. მინდა გავაფრთხილო ამ ვაი–გაზეთის მესვეურნი, რომ მოეშვან მაიმუნობას სანამ დროა, თორემ როდესაც მოხვდებათ, მერე კივილს ატეხენ თავისუფალი პრესა იზღუდებაო. თავისუფალი პრესა, ბატონებო, არ ნიშნავს სხვების უფლებების შეზღუდვას და სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებას. სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ზუსტი მუხლი ჰომოფობიასთან დაკავშირებით, რომ ამ წუთასვე მოგვევლო თქვენთვის და გაგვესტუმრებინეთ „ვირის აბანოში", როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები.

(წყარო: www.gaytb.blogspot.com) :ae:

ეხლა კი თქვენ იმსჯელეთ რომელი მხარეა მართალი … :(


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: LedZura (21.07.2010)
ნანახია: 1358 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Nabvzt   (08.03.2024 18:59) [Entry]
lipitor 20mg canada <a href="https://lipiws.top/">lipitor 20mg pill</a> order lipitor 20mg for sale

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright MyCorp © 2025 | Free site builder - uCoz